ჩვენს შესახებ

B

BMG Consulting აერთიანებს საუკეთესო ტალანტის მქონე პირებს, აღმოჩენილს გეოგრაფიული მდებარეობის, ინდუსტრიული ცოდნისა და არსებითი გამოცდილების გადაკვეთაზე. ჩვენი კომპანია მზადა არის, დაეხმაროს საქართველოში არსებული ნებისმიერი სფეროთი დაინტერესებულ ინვესტორს. ჩვენ ვიზიარებთ თქვენი მიზნებისადმი თავდადებას, რათა დაგეხმაროთ საინვესტიციო სამყაროში ნავიგაციაში, ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ თქვენი ეკონომიკური და სამეწარმეო საქმიანობის ისტორიის ძირფესვიანად შესწავლას, რათა ამომწურავად გამოვიკვლიოთ თქვენ მიზანთან და მის გარშემო არსებული ფინანსური თუ სამართლებრივი შესაძლებლობები.

BMG Consulting მიზნად ისახავს კლიენტებისათვის ისეთ მომსახურეობათა შეთავაზებას, რომელიც ხელს შეუწყობს მათ საქართველოში სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებაში. ჩვენ ვატარებთ საბაზრო კვლევებს, ვახდენთ ინვესტორებისათვის მომხიბვლელი საინვესტიციო შესაძლებლობების იდენტიფიცირებას და კარგი შესაძლებლობების მქონე პროექტებს მომგებიან პროექტებად ვაქცეთ, რის შემდეგაც მათ ინვესტორებს ვთავაზობთ. მას შემდეგ, რაც აღმოჩენილია ინვესტორისათვის საინტერესო პროექტი ან საინვესტიციო შესაძლებლობა, ჩვენი კომპანია, შემდგომ პროცედურებს ატარებს:

  • ფინანსური დუდილიჯენსი – იმისათვის, რომ დადგინდეს შემოთავაზების ფინანსური ღირებულება, აგრეთვე, განისაზღვროს ინვესტიციისა და მოგების პოტენციური IRR (უკუგების შიდა განაკვეთი);
  • სამართლებრივი დუდილიჯენსი – იმისათვის, რომ დადგინდეს შემოთავაზების სამართლებრივი ღირებულება და შემოწმდეს ინვესტირების სფეროსთან დაკავშირებული ყველა გამოსაყენებელი სამართლებრივი დოკუმენტი;

ზემოთხსენებული პროცესების გავლის შემდგომ, ჩვენ იდენტიფიცირებას ვახდენთ რისკების, რომლებიც დაკავშირებულია ინვესტიციის განხორციელებასთან, რათა გარიგების დასრულებამდე გამოვიყენოთ უსაფრთხოებისათვის დადგენილი ყველა ზომა რისკების საგრძნობლად შესამცირებლად. თუმცა, საქმიანობის ბუნების მიხედვით შემუშავებული უსაფრთხოების ზომები, რომლებიც უზრუნველყოფენ ინვესტიციების დაცვას, მხოლოდ ყველა საფეხურის დუდილიჯენსის დამზადების საფუძველზე დგინდება.

მეორე მხრივ, ინვესტიციათა მართვის მიზნით ინვესტორებს ვთავაზობთ სხვადასახვა მომსახურებას, რითაც ვეხმარებით თავიანთი პროექტების განხორციელებაში. სხვადასხვა მომსახურებანი მოიცავს კომპანიის დარეგისტრირებას, ბიზნეს გეგმის შემუშავებას და კონსულტაციებს საქართველოში საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ. მსგავსი მომსახურებათა პაკეტის შემოთავაზებით, სტარტაპებს და ინვესტორებს ეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა შეზღუდონ თავიანთი ხარჯები და მიიღონ მომსახურება პროფესიონალებისაგან.