სამართლებრივი მომსახურების გვერდი

თანამედროვე ბიზნეს გარემოში ინდივიდუალურად შექმნილი სამართლებრივი გადაწყვეტილებები და მოქნილი სტრუქტურა, რომელიც ემსახურება კლიენტის საუკეთესო ეკონომიკურ და სამართლებრივ ინტერესებს, მოქმედი კომპანიების შეუცვლელი მექანიზმია.

ჩვენი ადვოკატთა ჯგუფი ორიენტირებულია უზრუნველყოს უმაღლესი სტანდარტების დაცვით სამართლებრივი მოსაზრებებისა და დუდილიჯენსების დამზადება სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სავაჭრო საკითხებზე. ჩვენი გუნდის მთავარი მიზანია იყოს კლიენტთა არჩევანი მათი ყველაზე მნიშვნელოვანი ბიზნეს ტრანზაქციების, ყველაზე რთული სამართლებრივი პრობლემებისა და დავების წარმოქმნისას.

ჩვენი გუნდი მრავალფეროვან გამოცდილებაზე დაყრდნობით და პროფესიონალიზმის უმაღლესი ხარისხით სპეციალიზდება შემდეგ სფეროებში:

 

  • საკორპორაციო სამართალი – საკორპორაციო სამართლის სერვისები მოიცავს საქმიანობათა ფართო არეალს, მათ შორის, ახალი სამართლებრივი სუბიექტების რეგისტრაცია და რეორგანიზაცია, სავაჭრო დოკუმენტების და პარტნიორთა შეთანხმებების მომზადება, პარტიორთა შორის დავები და სხვა. მარტივი სამართლებრივი საკითხიდან, რთულ და კომპლექსურ სამართლებრივ გამოწვევებამდე, ჩვენი გუნდი ცდილობს რეალობად აქციოს თანამედროვე დროის შესაძლებლობები;
  • შერწყმა&შესყიდვა – თუ განიხილავთ, სხვა კომპანიის ან მისი წილების შესყიდვას, საკუთარი კომპანიის ან მისი წილების გაყიდვას, საჯარო შეთავაზების გაკეთებას, ჩვენი გუნდი მზად არის თქვენ დროსა და ბიუჯეტზე მორგებული სერვისები შემოგთავაზოთ და დაგეხმაროთ, კონფიდენციალური დოკუმენტების, სავაჭრო დოკუმენტების, წილის ნასყიდობის ხელშეკრულებების და სხვა მნიშვნელოვანი სამართლებრივი დოკუმენტების მომზადებასა და წარდგენაში;

 

  • საიმიგრაციო სამართალი – თუ განიხილავთ საქართველოში ინვესტიციის განხორციელებას ან ფიქრობთ საქართველოში ცხოვრებას, ჩვენი გუნდი მზად არის დაგეხმაროთ და მოაწესრიგოს შემჭიდროებულ ვადებში მოქალაქოებისა და ნებართვის მოპოვების საკითხები, თქვენთვის საუკეთესო შესაძლებლობების შემოთავაზებით.
  • შრომის სამართალი – თანამედროვე სამყაროში დისკუსია შრომითი უფლებების გარშემო გაძლიერებული ფაზაშია გადასული. ყველასათვის მნიშვნელოვანია ადგილობრივი კონტექსტის, რეგულაციების, სამართლებრივი პრეცედენტების ცოდნა, შრომით კანონმდებლობასთან ჰარმონიზაცია, რისთვისაც ჩვენი გუნდი გთავაზობთ სხვადასხვა სერვისებს, მათ შორის, სამართლებრივად გამართული დასაქმების პოლიტიკის ჩამოყალიბება, შრომითი ხელშეკრულებების შედგენა და სხვა საკითხები, რომელთა მოგვარებისასაც ჩვენი გუნდი მრავალფეროვან გამოცდილებას და ცოდნას იყენებს.

 

  • ინტელექტუალური საკუთრების სამართალი – სამართლებრივი პრაქტიკა ცხადყოფს, თქვენი იდეების, დიზაინის, პროდუქციისა და ბრენდული იდენტობის დაცვა ბიზნესის განვითარების წინაპირობაა. ჩვენი გუნდი მოაგვარებს საავტორო უფლებებთან, პატენტებთან, სასაქონლო ნიშანთან და ინტელეკტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სამართალწარმოების საკითხებს;

 

 

  • საგადასახადო სამართალი – ჩვენ ვფიქრობთ, რომ კომერციული საწარმოს ფუნქციონიებისათვის აუცილებელია საგადასახადო ელემენტების ღრმა და დეტალური ანალიზი. საგადასახადო საკითხებისათვის ეფექტური გადაწყვეტილებების მოძებნა ჩვენი გუნდის საქმიანობის ნაწილია. ადვოკატთა ჯგუფის დახმარების პარალელურად ჩვენთან კლიენტებისათვის უზრუნველყოფილია შესაძლებლობა ისარგებლონ ფინანსური კონსულტაციის გუნდის დახმარება.

 

  • დავის გადაწყვეტა – აღსანიშნავია ჩვენი გუნდის სპეციალიზაცია დაგროვებული მრავალწლიანი სხვადასხვა სფეროთა მომცველი გამოცდილებით. ჩვენ დამატებით რესურსებსა და ძალისხმევას ვდებთ არამხოლოდ საქმეების წარმატებით დასრულებისათვის, არამედ წარმოვადგენთ პოზიციებს სამართლებრივი საერთაშორისო და ეროვნულ დონეზე სამართლებრივი პრეცედენტების ჩამოყალიბებისათვის. ჩვენ გთავაზობთ სამართალწარმოების ფართო სპექტრუმს დავების გადაწყვეტისათვის, მათ შორის, წარმომადგენლობას მედიაციასა და არბიტრაჟში, ყველა ინსტანციის სასამართლოსა და სამთავრობო სააგენტოებში.

 

 

ჩვენი გუნდი მუდმივად იცავს ეთიკის უმაღლეს სტანდარტებს ადგილობრივი და საერთაშორის კლიენტების, ინტერნაციონალური კომპანიების, საერთაშორისო ორგანიზაციების, ფინანსური ინსტიტუტებისა და საელჩოების მომსახურებისას, რათა შეინარჩუნოს და დააგროვოს საზოგადოების ნდობა. ჩვენ ვაფასებთ მუდმივი კლიენტების ერთგულებას. ჩვენი გამოცდილება და სპეციალიზაცია შესაძლებლობას გვაძლევს მოვერგოთ კლიენტის საჭიროებებს, რაც ჩვენი გუნდის შეუცვლელი ნიშან-თვისებაა. ჩვენ ვთხოვთ კოლეგებს უზრუნველყონ, რომ მათი მიერ გაწეული მომსახურების სტანდარდი კოლექტიური პასუხისმგებლობის გათვალისწინებით სამ საფეხუროვან ტესტს აკმაყოფილებდეს, კერძოდ, მიღებული გადაწყვეტილება იყოს ჩვენი კლიენტის საუკეთესო ინტერესების შესაბამისი, ქმნიდეს ეკონომიკურ და ფინანსურ ღირებულებას. მხოლოდ ამ საფეხურების გავლით არის შესაძლებელი პოზიტიური ფინანსური და სოციალური ზეგავლენის განხორციელება საზოგადოებაზე, რაც ჩვენი კომპანიის უპირველესი მიზანია.