ბუღალტერია და აუდიტი

ყველა ბიზნესის წარმატებისათვის აუცილებელია სწორი ინფორმაცია და ზუსტი აღრიცხვა. რაღათქმაუნდა, საბუღალტრო ინფორმაციის მოთხოვნის დონე დამოკიდებულია კომპანიის ზომასა და კომპლექსურობაზე, თუმცა ზუსტი აღრიცხვა, ინვესტორისა თუ საზოგადოებისათვის, კომპანიის ღირებულების შესახებ სწორი წარმოდგენის შექმნისათვის აუცილებელი პირობაა. ამდენად, BMG Consulting-ი, მის გამოცდილებაზე დაყრდნობით, გთავაზობთ დეტალურ დასკვნებს თვიური ან კვარტალური ფინანსური ანგარიშისა და შიდა ან/და გარე ანგარიშების მოხსენებას.

 

თუმცა, ჩვენ გვჯერა, რომ ციფრები, შესაბამისი მნიშვნელობის გარეშე გამოუსადეგარია. ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ ვაწარმოოთ დისციპლინირებული, ხარისხიანი და ობიექტური აუდიტი. განვითარების რაღაც ეტაპზე, ყველა ბიზნესი დგება გარკვეული რისკების წინაშე; BMG Consulting-ი გთავაზობთ აუდიტსა და სხვა სერვისებს, ზემოხსენებული რისკების ამოცნობისა და მათი მაქსიმალურად შემცირებისათვის. ჩვენ ვთავაზობთ სერვისებს სხვადასხვა ინდუსტრიების წარმომადგენელ, ნებისმიერი ზომის კომპანიებს, არსებული რეგულაციების თანახმად მიღებული აუდიტის დასვკნის ფორმით.

 

ეჭვგარეშეა, რომ ბუღალტერია და აუდიტი უდიდეს როლს თამაშობს კომპანიის ანგარიშების სიზუსტისა და ფინანსების სწორად და მაქსიმალურად ეფექტურად განაწილების უზრუნველყოფაში. სწორედ ამიტომ, BMG Consulting-ის შეუძლია ამეთვალყურეოს როგორც თქვენი კომპანიის ყოველდღიური ტრანზაქციები, ასევე საბუღალტრო ჩანაწერები. მასში იგულისხმება მრავალი ფუნქცია, როგორიცაა თუნდაც შემოსავლები ან გამავალი გადახდები.

 

ჩვენი აუდიტის გუნდი გესტუმრებათ თქვენ, რათა გაეცნოს თქვენი ბიზნესის ოპერირების მეთოდოლოგიას, შეისწავლოს არსებული რისკები და დაადგინოს, თუ როგორ იმუშაოს თქვენი კომპანიის მიმართებით, რათა უზრუნველყოს მაღალი ხარისხი და ეფექტურობა. ბიზნესის გაუმჯობესების მიზნით, ჩვენ ვისაუბრებთ კომპანიის მენეჯმენტთანაც.