საინვესტიციო მენეჯმენტი

B

BMG Consulting-ის სპეციალიზაციის სფეროს ნაწილია საინვესტიციო მენეჯმენტი, რაც სხვადასხვა დარგებსა და ინდუსტრიებს მოიცავს. ჩვენ გთავაზობთ სერვისს დაგეგმარებაში, დიზაინსა და ნებისმიერი ბიზნესის ფუნქციონირებაში. ჩვენი გუნდის პრაქტიკული და ეფექტური მუშაობის მეთოდოლოგია მოიცავს პროცესის დაკვირვებას, კონტროლსა და მენეჯმენტს; იქმნება ერთიანი სტრუქტურა, რომელიც განაპირობებს პროექტის საწყისი ეტაპიდან დასრულებამდე წარმატებით ოპერირებას. BMG Consulting-ი აწარმოებს თქვენი არსებული ფინანსური მდგომარეობის ანალიზს, რათა დაგეხმაროთ გონივრული და მიღწევადი გეგმების დასახვაში. ჩვენ მოგაწოდებთ საინვესტიციო რეკომენდაციებს საჭიროებისამებრ, რაც კონკრეტულ ფინანსურ სტრატეგიებსა და მიზნებს გულისხმობს.

 

ჩვენი საქმიანობის არეალი მოიცავს კონკრეტული საინვესტიციო პროექტების მენეჯმენტსაც. ჩვენი გუნდი მუშაობა განაპირობებს თქვენი პროექტის წარმატებასა თუ მარცხს. ჩვენს პასუხისმგებლობის სფეროს მიეკუთვნება:

 

  1. პროექტის დაგეგმარება, განხორციელება და დახურვა – ჩვენ განვიხილავთ პროექტს, სრულყოფილი გეგმის შედგენით, განვსაზღვრავთ შესასრულებელ სამუშაოს, დავადგენთ თუ ვინ და როდის შეასრულებს ზემოხსენებულ სამუშაოს, დავსახავთ ბიუჯეტს და შევისწავლით არსებულ რისკებს, იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ ისინი.

 

  1. გუნდების მენეჯმენტი – ჩვენ განვაპირობებთ იმას, რომ ყველა სამუშაო შესრულდეს პროფესიონალურად და არსებული სტანდარტების შესაბამისად, რათა პროექტი დასრულდეს დროულად, გავაქროთ პროდუქტიულობის ხელშემშლელი ყველა დაბრკოლება, ვიყოთ მზად შევხვდეთ და შევეგუოთ ცვლილებებს, ვუზრუნველყოთ მაქსიმალური ჩართულობა და პირნათლად შევასრულოთ დაკისრებული ვალდებულებები.

 

  1. სწორი მოლოდინის დასახვა – ჩვენ შევუსაბამებთ პროექტებს მათ ბიზნეს გეგმებს, განვაგებთ და წარვუდგენთ მოსალოდნელ შედეგებს მოწილეებს, ისევე როგორც ვუზრუნველყოფთ მათ მაქსიმალურ ინფორმირებას პროექტის სტატუსის შესახებ, რაც დაგვეხმარება მოულოდნელი პრობლემების მარტივად გადაჭრაში – ეს კი პროექტის წარმატებით დასრულებას და დასახული მიზნების მიღწევაში დიდ როლს ითამაშებს.